“ხანდახან მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია…”

“ხანდახან მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია…”

იტალიის სუპერთასზე ინტერმა იუვენტუსს 2:1 მოუგო, ჩილელმა ალექსის სანჩესმა დამატებითი დროის ბოლო წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

ყველაზე საინტერესო კომენტარებიც სანჩესმა და იუვეს მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთეს:

სანჩესი: „ნამდვილ ჩემპიონებს მუდამ თამაში უნდათ. ანტონიო კონტეს მწვრთნელობისას ისე ვიყავი, როგორც ლომი გალიაში. მაქსიმუმ 15 წუთით შევდიოდი, რადგან მწვრთნელი მეუბნებოდა, მხოლოდ შენ შეგიძლია გუნდებს შორის განსხვავება შექმნა ასეთ მოკლე დროშიო. ვეუბნებოდი, რომ მეტ დროს თუ მომცემდა, უკეთ გამოვიჩენდი თავს, მაგრამ მწვრთნელს თავისი შეხედულება ჰქონდა“.

ალეგრი: „სამწუხაროდ, ხანდახან მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია… დამატებითი დროის ბოლოს, 5 წამი რომ რჩებოდა, სულელური შეცდომა დავუშვით და ამის გამო წავაგეთ. თუმცა ისიც გვესმის, რომ ამ მომენტისთვის იტალიის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. ბევრი მომენტი შევქმენით და ინტერს იგივეს საშულება არ მივეცით“.