ხვიჩა!

ხვიჩა!
კვარაცხელია ხვიჩა
გურამ გიორბელიძე
ოთარ კიტეიშვილი
ჯაბა კანკავა

ლიდერბეთმა და სარბიელმა საპატიო სტუმრებს რესტორან ბიარ თაიმში უმასპინძლეს და საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადეს.

წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, სარბიელის პარტნიორი კომპანია ლიდერბეთი გახლდათ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში.

შეგახსენებთ, სარბიელის გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, ლიდერბეთთან ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ.

წლევანდელ გამოკითხვაში სარეკორდოდ ბევრი, 81 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი… და საუკეთესო დებიუტანტი, რაც ჩვენი გამოკითხვისთვის სიახლეა.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯაროა.
მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და რუსული „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ვინც ჯამში 228 ხმა მოაგროვა. მას 81 დან 71-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.

No description available.

მეორე, ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი; ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული „რეიმსის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.
კლუბში თუ ეროვნულ გუნდში ბადალი არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელიას. სწორედ ის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი, მთავარი ფეხბურთელი, მეგოლე, სული, გული და კიდევ რაც გენებოთ… არჩევანისას კი ჩვენი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ეროვნულ გუნდსა და კლუბში (რომელსაც მალე დატოვებს) თამაშის ხარისხით იხელმძღვანელა…

მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელია 2020-2032 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს, ჭაბუკისთვის… აწი მან იცის და მისმა ბიჭობამ.

No description available.

საუკეთესო დებიუტანტის პრიზი კი გურამ გიორბელიძემ ირგუნა.

ნომინანტთა შორის სულ 20 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ სამი თამაშობს ეროვნულ ლიგაში. და კიდევ, პირველად „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში საუკეთესოთა შორის დაასახელეს ქალი ფეხბურთელი, ეს გახლავთ ლანჩხუთელი ირინა ხაბურზანია… დანარჩენი კი ამ ცხრილებში ნახეთ…

ჟურნალისტი I ადგილი II ადგილი III ადგილი დებიუტანტი
მიხეილ აბაიშვილი (სსჟა) კვარაცხელია კანკავა მიქაუტაძე ჩაბრაძე
ილია ბაბუნაშვილი (sarbieli.com) კანკავა კაშია კვარაცხელია გიორბელიძე
სალომე ბალახაშვილი (allsport.ge) კიტეიშვილი კაშია მამარდაშვილი ჩაბრაძე
ვასილ ბალახაძე (ქართლი) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
დავით ბანანაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) კვარაცხელია მიქაუტაძე კიტეიშვილი გიორბელიძე
ბიძინა ბარათაშვილი (სილქ სპორტი) კვარაცხელია ყაზაიშვილი მამარდაშვილი გიორბელიძე
კახა ბერიძე (primesport.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი დვალი გიორბელიძე
ელენე ბილიხოძე (პირველი რადიო) კანკავა კაშია კვარაცხელია გიორბელიძე
ნათია გაბოძე (tv იმედი) კვარაცხელია კაშია ზივზივაძე გიორბელიძე
პაატა გელაშვილი (ლელო) კვარაცხელია კიტეიშვილი ბერიძე გიორბელიძე
გიგა გვენცაძე (საზოგადოებრივი მაუწყენბელი) კვარაცხელია კიტეიშვილი ხოჭოლავა გიორბელიძე
ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge) კვარაცხელია ლობჟანიძე კაშია გიორბელიძე
ირაკლი გოგვაძე (primesport.ge) კვარაცხელია კაშია გიორბელიძე კვარაცხელია
სოლომონ გულისაშვილი (worldsport.ge) კვარაცხელია კანკავა კიტეიშვილი გიორბელიძე
ვოვა გუცაევი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) კვარაცხელია კაშია ბერიძე გიორბელიძე
ვახო დარასელია (რადიო ფორტუნა) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
გიორგი დარჯანია (tv პირველი) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
ლაშა დვალიშვილი (sportall.ge) კვარაცხელია ლორია ბერიძე გიორბელიძე
ედემი ელერჯია (სამეგრელო) კვარაცხელია გიორბელიძე კიტეიშვილი გიორბელიძე
დავით ერაძე (tv მთავარი) კიტეიშვილი კვარაცხელია ქვილითაია გიორბელიძე
სოფო ერქვანია (tv მაესტრო) კვარაცხელია კიტეიშვილი ოქრიაშვილი გიორბელიძე
გიორგი ვაშაკიძე (sarbieli.ge) კანკავა კვარაცხელია კაშია ჩაბრაძე
ლაშა თაბაგარი (ფეხბურთი) კვარაცხელია კიტეიშვილი ქვილითაია გიორბელიძე
კობა ინასარიძე (sarbieli.ge) კანკავა კაშია კვარაცხელია გიორბელიძე
დავით კაკაბაძე (sarbieli.ge) კვარაცხელია კანკავა კაკაბაძე გიორბელიძე
ალეკო კაკაურიძე (ლელო) კვარაცხელია კაშია კიტეიშვილი გიორბელიძე
დავით კაპიტანოვი (tv იმედი) კვარაცხელია კაშია კიტეიშვილი გიორბელიძე
პაატა კვანტალიანი (sarbieli.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
გეგი კიკაბიძე (post tv) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge) კაშია კვარაცხელია კანკავა გიორბელიძე
მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge) კვარაცხელია დვალი ლობჟანიძე გიორბელიძე
მეგი კუპატაძე (სფფ) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
გუგა მაისურაძე (tv პირველი) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ლექსო მაისურაძე (სპორტის სამინისტრო) კვარაცხელია ქვილითაია ლობჟანიძე გიორბელიძე
მერაბ მამულაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) კვარაცხელია მიქაუტაძე ბერიძე გიორბელიძე
ბექა მახათაძე (leader-bet.ge) კვარაცხელია კანკავა გიორბელიძე გიორბელიძე
გიორგი მელქაძე (worldsport.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
გიორგი მურვანიძე (აჭარა) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ილია ნანობაშვილი (leadersport.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
ტატო ნიკურაძე (sport4me.ge ) კვარაცხელია კაშია კანკავა გიორბელიძე
გიორგი ნოზაძე (sarbieli.com) კვარაცხელია კიტეიშვილი გიორბელიძე გიორბელიძე
დიმა ობოლაძე (tv იმედი) კვარაცხელია კაშია კანკავა გიორბელიძე
გიორგი პავლიაშვილი (სილქსპორტი) კვარაცხელია კიტეიშვილი ქვილითაია გიორბელიძე
თენგიზ პაჭკორია (Gruzia Online) კვარაცხელია მიქაუტაძე ირინა ხაბურზანია მიქაუტაძე
გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა) კვარაცხელია კანკავა კიტეიშვილი გიორბელიძე
მიხეილ ჟორჟოლიანი (sarbieli.com) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ლაშა რამაზაშვილი (tv რუსთავი 2) ლორია კვარაცხელია ლობჟანიძე გიორბელიძე
საბა საბანაძე (leadersport.ge) კვარაცხელია ოქრიაშვილი კიტეიშვილი გიორბელიძე
სალომე საგინაშვილი (setanta.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი კაშია გიორბელიძე
ლევან სალუქვაძე (სილქსპორტი ) კვარაცხელია ლობჟანიძე კიტეიშვილი გიორბელიძე
გიორგი სანაძე (ევრონიუსი) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ხვიჩა სანიკიძე (soccerway) კვარაცხელია კანკავა მიქაუტაძე გიორბელიძე
საბა საპანაძე (Geo Team) კვარაცხელია კაშია კიტეიშვილი გიორბელიძე
ნოდარ სიმსივე (tv იმედი) კვარაცხელია მაკარიძე გაგნიძე გიორბელიძე
დავით სხირტლაძე (Crystlsport.ge) კვარაცხელია დვალი ხოჭოლავა გიორბელიძე
ნიკა ტაბატაძე (TV ფორმულა) კვარაცხელია კიტეიშვილი მიქაუტაძე გიორბელიძე
გია ტუხაშვილი (ლელო) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ირაკლი ფოფხაძე (Crystalsport.ge) კვარაცხელია დვალი ბერიძე გიორბელიძე
გიორგი ფულარიანი (რადიო NRJ) კვარაცხელია ლორია კანკავა ჩაბრაძე
მამუკა ქანთარია (გურია) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გაგნიძე
დავით ქლიბაძე ლორია კვარაცხელია ოქრიაშვილი გიორბელიძე
ლევან ღუდუშაური (საზოგადოებრივი მაუწყებელი) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ხვიჩა ყაზაიშვილი (sportall.ge) კვარაცხელია მაკარიძე ლობჟანიძე მიქაუტაძე
ვაკო ყიფიანი (სილსპორტი) კვარაცხელია კანკავა ზივზივაძე ჩაბრაძე
კაკი ყიფშიძე (leadersport.ge) კვარაცხელია ოქრიაშვილი კიტეიშვილი გიორბელიძე
მერაბ ყუფარაძე (tv ფორმულა) კვარაცხელია კიტეიშვილი კაშია გიორბელიძე
ამირან შაიშმელაშვილი (live.ge) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
რატი შელეგია (კვირის პალიტრა) კვარაცხელია კანკავა კაშია გიორბელიძე
ნანა ჩოკორაია (სფფ) კვარაცხელია კიტეიშვილი კაშია გიორბელიძე
ბაჩო ცალუღელაშვილი (Goal.ge) კვარაცხელია კიტეიშვილი ხოჭოლავა გიორბელიძე
ხატია ცარციძე (post tv) კვარაცხელია ხოჭოლავა ოქრიაშვილი გიორბელიძე
სანდრო ცნობილაძე კვარაცხელია კანკავა კაშია ჩაბრაძე
პაატა ძნელაძე (ფეხბურთი) კვარაცხელია კაშია კანკავა გიორბელიძე
ლაშა წიკლაური (popsort.ge) კვარაცხელია კაშია კანკავა გიორბელიძე
დიტო ჭიჭინაძე (Fanebi.com) კვარაცხელია კიტეიშვილი კანკავა გიორბელიძე
ლევან ხარაზოვი (adjarasport.com) კვარაცხელია კიტეიშვილი ოქრიაშვილი გიორბელიძე
გიორგი ხარშილაძე (leadersport.ge) კვარაცხელია კაშია კიტეიშვილი გიორბელიძე
ვაჟა ხუციშვილი (sarbieli.com) კვარაცხელია, კიტეიშვილი დვალი გიორბელიძე
თემურ ჯაფარიძე კვარაცხელია
თამარ ჯიშკარიანი (TSFF.GE) კიტეიშვილი კვარაცხელია ლორია გიორბელიძე
 
ფეხბურთელი I ადგილი / ქულა II ადგილი / ქულა III ადგილი / ქულა ქულა
ხვიჩა კვარაცხელია 71 / 213 6 / 12 3 / 3 228
ოთარ კიტეიშვილი 3 / 9 25 / 50 11 / 11 70
ჯაბა კანკავა 4 / 12 16 / 32 17 / 17 61
გურამ კაშია 1 / 3 15 / 30 14 / 14 47
თორნიკე ოქრიაშვილი 0 / 0 2 / 4 4 / 4 12
გიორგი ლორია 2 / 6 2 / 4 1 / 1 11
გიორგი მიქაუტაძე 0 / 0 3 / 6 3 / 3 9
ლაშა დვალი 0 / 0 3 / 6 2 / 2 8
საბა ლობჟანიძე 0 / 0 2 / 4 4 / 4 8
გურამ გიორბელიძე 0 / 0 1 / 2 3 / 3 5
გიორგი ქვილითაია 0 / 0 1 / 2 3 / 3 5
დავით ხოჭოლავა 0 / 0 1 / 2 3 / 3 5
გიორგი ბერიძე 0 / 0 0 / 0 5 / 5 5
გიორგი მაკარიძე 0 / 0 2 / 4 0 / 0 4
ვაკო ყაზაიშვილი 0 / 0 1 / 2 0 / 0 2
ბუდუ ზივზივაძე 0 / 0 0 / 0 2 / 2 2
გიორგი მამარდაშვილი 0 / 0 0 / 0 2 / 2 2
ლუკა გაგნიძე 0 / 0 0 / 0 1 / 1 1
ოთარ კაკაბაძე 0 / 0 0 / 0 1 / 1 1
ირინა ხაბურზანია 0 / 0 0 / 0 1 / 1 1
გურამ გიორბელიძე 70
გრიგოლ ჩაბრაძე 6
გიორგი მიქაუტაძე 2
ხვიჩა კვარაცხელია 1
ლუკა გაგნიძე 1