ხვიჩა მსოფლიოს მეექვსეა

16:23 / 4 ნოე 2022
ხვიჩა მსოფლიოს მეექვსეა

ინგლისურმა პოპულარულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ გამოაქვეყნა მისი ვერსიით მსოფლიოს ათი საუკეთესო მარცხენა თავდამსხმელის სია, რომელშიც 2001 წელს დაბადებული ქართველი ხვიჩა კვარაცხელია არის შეყვანილი. უმაღლეს დონეზე  ხვიჩას ჯერ მხოლოდ 17 თამაში აქვს ჩატარებული, თუმც უკვე მე-6 პოზიციაზეა. იტალიურმა პრესამ კი ყურადღება ერთ ფაქტორზე გაამახვილა – კვარა მილანის მარცხენაფლანგელ ლეაოზე მაღლა აღმოჩნდა. ათეული ასეთია:

FourFourTwo Logo Vector - (.SVG + .PNG) - Logovtor.Com

  1. ნეიმარი (პსჟ)
  2. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
  3. სადიო მანე (ბაიერნი)
  4. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
  5. გაბრიელ მარტინელი (არსენალი)
  6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  7. რაფაელ ლეაო (მილანი)
  8. ლუის დიასი (ლივერპული)
  9. ლეროი სანე (ბაიერნი)
  10. რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი)