ხვიჩა 180 მილიონად – რადარზე პსჟ-ც გამოჩნდა

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო სიახლეები არ წყდება. Le10Sport-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევით პსჟ არის დაინტერესებული.
“სულ რამდენიმე თვის წინ ბევრისთვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია, დღეს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში შარშან ზაფხულს დინამო ბათუმიდან გადავიდა და უმალ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს, ზაფხულში სარფიან წინადადებაზე უარის თქმა შესაძლოა რთული იყოს. Marca-ს ჟურნალისტის ირატი პრატმა თქვა, 180 მილიონიანი შეთავაზების შემთხვევაში, იტალიელებმა შესაძლოა ფეხბურთელი დათმო. სწორედ ამ თანხის გადახდას გეგმავს პსჟ ქართველის სანაცვლოდ.” – წერია Le10Sport-ზე.
კვარაცხელია, რომელმაც ამ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა, არაერთი გუნდის ინტერესთა სფეროშია. რამდენიმე საათის წინ ნიუკასლზეც დაიწერა და ითქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კაჭკაჭები ხვიჩას გადაბირებას შეეცდებიან.