ხუთი ვარიანტი დარჩა!.. ვინ შეხვდება ბათუმის დინამოს ჩემპიონთა ლიგაში?..

ხუთი ვარიანტი დარჩა!.. ვინ შეხვდება ბათუმის დინამოს ჩემპიონთა ლიგაში?..

ვინ იქნება ბათუმის დინამოს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? ამას 14 ივნისს გავიგებთ, მაგრამ მანამდე სავარაუდო მეტოქეების რიცხვი შემცირდა… ასე ვთქვათ, წილისყრამდე წილისყრა გაიმართა და 5 გუნდიდან ერთ-ერთი შეგვხვდება:

ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია).

ყარაბაღი და შერიფი ადრეც შეხვედრიათ ქართულ გუნდებს. სლოვანი? ვლადიმირ ვაისია მწვრთნელი, გუნდში კი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

აი, გიბრალტარის ლინკოლნი ყველაზე მისაღები ვარიანტია. და ირლანდიის ჩემპიონი შემროკ როვერსიც არაა ყარაბაღ-შერიფ-სლოვანის დონის…

თამაშები იქნება 5/6 ივლისსა და 12/13 ივლისს.