ხუთი ქართველი მსაჯი ევროპაში

14:55 / 11 მაი 2022
ხუთი ქართველი მსაჯი ევროპაში

ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა საუკეთესო ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი ამჯერად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, ფრანგულ დერბიზე მიიწვია. ლანსში, სტად ბოლარ დე ლელისზე, 15 მაისს გურამ გოგიჩაშვილის რასინგი გურამ პაპიძის ლა როშელს ეთამაშება. მთავარი მსაჯი ინგლისელი მეთ ქერლი იქნება. მისი ასისტენტები კი, ასევე ინგლისელი ლუკ პირსი და ქართველი ნიკა ამაშუკელი არიან. შეგახსენებთ, ამაშუკელი მეოთხედფინალში მოედნის მსაჯი იყო.

სხვა ქართველი მსაჯების მიმართ ყურადღებას იჩენს რაგბი ევროპაც. სულ მალე ევროპაში სხვადასხვა დონის შვიდკაცა რაგბის ტურნირები დაიწყება, სადაც  საქართველო 4 მსაჯით იქნება წარმოდგენილი.

4-5 ივნისს სერბეთში, 18-წლამდელთა ალაფაზე იმსაჯებს გიგა მშვენიერაძე. შვიდკაცა რაგბის ქალთა შორის ალაფის ორივე ეტაპზე, ხორვატიასა (11-12 ივნისი) და უნგრეთში (17-18 ივნისი) ნინო ელოშვილია მიწვეული. სულხან ჩიხლაძე 1-3 ივლისს პოლონეთში, კაცთა ჩემპიონატს, ხოლო 9-10 ივლისს 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატს იმსაჯებს. 8-9 ივლისს ასევე პოლონეთში, 18-წლამდე გოგონათა ტურნირზე მიწვეული ანა პოღოსიანი