ჯავახიამ და შვანგირაძემ ორიაკს მოაგებინეს

17:22 / 19 სექ 2022
ჯავახიამ და შვანგირაძემ ორიაკს მოაგებინეს

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა.  გიორგი ქართველიშვილის, გიორგი ჯავახიას, ბექა შვანგირაძის, მიხეილ ალანიასა და გიორგი გოგოლაძის ორიაკმა შინ დაამარცხა მასი – 36:29.

ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. 50-ე წუთზე ჯერ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ გაიტანა ლელო და თავისიანები დააწინაურა – 22:17.

მერე, 67-ე წუთზე მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ გამოიჩინა და თავი და ორიაკს 36:29 მოაგებინა. ამასთან ერთად ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ჯავახიამ, შვანგირაძემ და გოგოლაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. ქართველიშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს. ალანია მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა. ორიაკი 12 ქულით მე-5 ადგილზეა.