ჯერამი გრანტი “პორტლენდში” გადადის

ჯერამი გრანტი “პორტლენდში” გადადის

“დეტროიტის” ფორვარდი ჯერამი გრანტი მომავალი სეზონიდან “პორტლენდში” ითამაშებს – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.

გრანტის სანაცვლოდ “პისტონზი” მიიღებს 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანს “მილუოკისგან” (დაცული პიკი 1-4 პოზიციები) და ამავე წლის მეორე რაუნდის პიკს. “დეტროიტი” და “ბლეიზერსი” წლევანდელ პიკებსაც გაცვლიან – პისტონზი 36-ედ აირჩევს, ხოლო ბლეიზერსი 46-ედ.

null

განხორციელებული გაცვლის შედეგად “დეტროიტი” ასევე მიიღებს “პორტლენდისგან” 2025 წლის მეორე რაუნდის პიკს, ხოლო 2026 წლის დრაფტზე ბლეიზერს/ნიუ ორლეანს შორის რომელსაც მაღალი პიკი ექნება, სწორედ ეს არჩევანის უფლებაც “პისტონზის” კუთვნილება გახდება.

NBA-ს გასულ სეზონში ჯერამი გრანტმა “დეტროიტის” რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 19,2 ქულა, 4,1 მოხსნა, 2,4 პასი, 0,9 ჩაჭრა და 1 დაფარება.

28 წლის ფორვარდი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით 2022/23 წლების სეზონში 21 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი ხდება.