ჯერარდი, ლამპარდი თუ სქოულზი? – გვარდიოლამ საუკეთესო დაასახელა

12:22 / 13 ნოე 2022
ჯერარდი, ლამპარდი თუ სქოულზი? – გვარდიოლამ საუკეთესო დაასახელა

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რიო ფერდინანდთან იუთუბ გადაცემაში, პოლ სქოულზს, ფრენკ ლამპარდს და სტივენ ჯერარდს შორის არჩევანი გააკეთა.

“სამივეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი ფავორიტი სქოულზია. პოლს ყველაფერი ჰქონდა.” – განაცხადა გვარდიოლამ.  სათქმელია, რომ სქოულზზე საუბრისას ესპანელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს როცა გვარდიოლას ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს უნდა შეხვედროდა, პეპმა სქოულზს მისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.

პოლ სქოულზმა მთელი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა. წითელი ეშმაკების რიგებში მან ბევრ სხვა ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა (2) და პრემიერლიგა (11) მოიგო. სქოულზმა საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა.