ჯიჯი ბუფონი: არ მჭირდება ჩემპიონთა ლიგის რვაჯერ მოგება იმის გასაგებად, თუ რას წარმოვადგენ

13:25 / 23 სექ 2022
ჯიჯი ბუფონი: არ მჭირდება ჩემპიონთა ლიგის რვაჯერ მოგება იმის გასაგებად, თუ რას წარმოვადგენ

პარმას მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იმაზე ისაუბრა, თუ რის ხარჯზე აგრძელებს კარიერას. მან ისიც თქვა, რომ სათამასოდ საკმარისი მოტივაცია აქვს.

“ფეხბურთის თამაშს მრავალი მიზეზის გამო ვაგრძელებ. მინდა თავს ძლიერად და კონკურენტუნარიანად ვგრძნობდე. ისეთ ასაკში ვარ, ნებისმიერ დროს შემიძლია კარიერის დასრულება. პარმაში დაბრუნების შემდეგ მიხარია, რომ გულშემატკივრები ჩემით ამაყობენ. 

მრავალი ტიტული მოვიგე, თუმცა არის რაღაცეები, რისი მოგებაც ვერ მოვახერხე. არ მჭირდება ჩემპიონთა ლიგის რვაჯერ მოგება იმის გასაგებად თუ რას წარმოვადგენ” – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.