ჯოკოვიჩი vs რუუდი

ჯოკოვიჩი vs რუუდი

იტალიის ქალაქ ტურინში დასასრულს უახლოვდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე თავისი შეხვედრები მოიგეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კასპერ რუუდმა. დღეს, 22 საათზე სერბი და ნორვეგიელი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

null

ნოვაკ ჯოკოვიჩს საკმაოდ რთული მატჩის ჩატარება მოუწია ტეილორ ფრიცთან. შეხვედრის სტარტზე “ნოლე” ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, თუმა მან ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მომდევნო გეიმში ამერიკელმა წონასწორობა აღადგინა 3:3.

პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ჯოკოვიჩ გამოიყურებოდა – 7:5.

მეორე პარტიის სტარტზე ამჯერად ტეილორი ათამაშდა უკეთესად და პირველივე გეიმში მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე.

null

ფრიცი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ჰანდიკაპს სეტის ბოლომდე, თუმცა მეათე გეიმში (5:4-ზე) სეტზე წარმატებით ვერ ჩააწოდა და ჯოკოვიჩს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა 5:5.

მეორე სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესი ისევ სერბი ჩოგბურთელი იყო. ნოვაკმა მეორე მატჩპოინტის რეალიზება შეძლო და მატჩიც მოიგო 7:6 7:6.

მეორე ნახევარფინალი გაცილებით უფრო უინტერესო გამოდგა. მწვანე ჯგუფის გამარჯვებულმა კასპერ რუუდმა საკმაოდ მარტივად სძლია ანდრეი რუბლიოვს 6:2 6:4 და კარიერაში პირველად გავიდა შემაჯამებელი ტურნირის ფინალში.

null

მატჩი 70 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაშ ნორვეგიელმა ოთხჯერ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე, საკუთარი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

კასპერი თამაშის ხარისხითაც აღემატებოდა მეტოქეს – 10 ეისი, 20 ვინერსი და მხოლოდ 9 უნებლიე შეცდომა.

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და კასპერ რუუდი დაუპირისპირდებიან.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრებში ანგარიში 3-0-ია სერბის სასარგებლოდ.