ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

ჯოკოვიჩმა პლეიოფის საგზური მოიპოვა

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. წითელ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა და გაირკვა, რომ ჯოკოვიჩი პლეიოფში ითამაშებს, ხოლო მედვედევი პულში ჩარჩება.

null

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა. ორივე ჩოგბურთელს მოგებული ქონდა პირველი ტურის მატჩი, ასე რომ მათ შორის გამარჯვებული პლეიოფში გადიოდა.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. თითქოს ტაიბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მეათე გეიმში ანდრეის მცირე ჩავარდნა დაეწყო – ზედიზედ ორი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მეტოქე სეტპოინტამდე მიუშვა.

რუბლიოვმა გარისკა და მაღალი სისწრაფით ჩააწოდა, თუმცა სერბის პასუხი ფანტასტიკური გამოდგა – ჯოკოვიჩმა დაუცველ კუთხეში გადაგზავნა ბურთი და პირველი პარტიაც მოიგო 6:4.

null

პირველი სეტის ასეთ სტილზე წაგებამ ძალიან გაანაწყენა რუსი სპორტსმენი. რუბლიოვი ძირითადად საკუთარ თავს ეჩხუბებოდა და ქულას ქულაზე აგებდა.

ჯოკოვიჩმა შექმნილი სიტუაციით მშვენივრად ისარგებლა, მეორე სეტი 6:1 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ნოვაკი მეთხუთმეტედ ასპარეზობს წლის შემაჯამებელ ტურნირზე და მეთერთმეტედ მოახერხა ჯგუფიდან პლეიოფში გასვლა.

მწვანე ჯგუფის მეორე შეხვედრა გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. დანილ მედვედევი სტეფანს ციციპასის წინააღმდეგ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა რუსმა ჩოგბურთელმა ეს სტატუსი ვერ გაამართლა და დასანანი მარცხი იწვნია 3:6 7:6 6:7.

null

შეხვედრის სტარტი ბერძენს უკეთესი გამოუვიდა – სტეფანოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ციციპასი დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტის ბოლომდე მეტოქე ბრეიკპოინტამდეც კი არ მიუშვია, შესაბამისად 6:3 სტეფანოსის სასარგებლოდ.

მეორე სეტის 12-მა გეიმმაც ბრეიკპოინტების გარეშე “გაიფრინა” და ლოგიკურად ტაიბრეიკი დაინიშნა. საჩოგბურთო ლატარეაში ბერძენს 3 მატჩპოინტი ქონდა, თუმცა ვერცერთი რეალიზება ვერ შეძლო.

ვერგამოყენებული შანსების გამო მედვედევმა მეტოქე დასაჯა და ტაიბრეიკი 13-11 მოუგო.

null

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში დანილს ფსიქოლოგიური უპირატესობა გააჩნდა და მან ეს მალევე გამოიყენა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და ორგეიმიანი ჰანდიკაპითაც დაწინაურდა.

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, თუმცა სტეფანოსმა საკუთარ თავში გამონახა ძალები და უკუბრეიკი შეასრულა.

შეხვედრის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ციციპასმა მეტოქე უშანსოდ დატოვა და 7:1 იმარჯვა.

დანილ მედვედევმა ყველანაირი შანსი დაკარგა ჯგუფიდან გასვლის, ხოლო სტეფანოსი მესამე ტურში ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული პლეიოფის საგზურს მოიპოვებს.