ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. ფინალურ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7:5 6:3 სძლია კასპერ რუუდს და სეზონი ტრიუმფით დაასრულა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი საკმაოდ მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 5:5-დან ნორვეგიელს მცირე ჩავარდნა დაეწყო, რითაც მყისიერად ისარგებლა სერბმა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 7:5.

ნოვაკის ტაქტიკა ადვილად გასაშიფრი იყო – სერბი მეტოქის ბექჰენდს ტვირთავდა და ელოდებოდა კასპერი შეცდომას როდის დაუშვებდა.

ნორვეგიელი ამ ყველაფერს კარგად ხვდებოდა, მის თამაშში პანიკის ნიშნები შეინიშნებოდა და ბევრი არც არაფერი გამოსდიოდა.

მეორე პარტიის სტარტზე “ნოლემ” კიდევ ერთელ დააბრეიკა მეტოქე და შემდეგ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 7:5 6:3.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ანგარიში 4:0 გახდა ნოვაკის სასარგებლოდ.

ნოვაკმა კარიერაში მეექვსედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

სერბი ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია (35 წლის).

ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირის მოგების შედეგად 1500 სარეიტინგო ქულა და 4,7 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.