ჯონ ვოლი „ჰიუსტონიდან“ გარბის

ჯონ ვოლი „ჰიუსტონიდან“ გარბის

ჯონ ვოლი კიდევ ერთხელ შეხვდა „ჰიუსტონის“ ხელმძღვანელებს და მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ ტექსასური გუნდი 31 წლის გამთამაშებელს ახალ გუნდს მოუძებნის – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი შემს ჩარანია. ამ პროცესში ჯონიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

შეთანხმების შედეგად, ვოლი ნბა-ს ახალი სეზონის წინ „ჰიუსტონის“ ბანაკში გაივლის მზადებას და თუ შესაბამისი ვარიანტი გამოჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს კლუბს. „როკეტსმა“ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ვერ გაცვლიან ვარსკვლავურ გამთამაშებელს, იგი მაინც აღარ ითამაშებს მათ გუნდში.

null

„ჰიუსტონი“ არ აპირებს გამოისყიდოს ვოლის კონტრაქტი, რომელშიც 2 წელია დარჩენილი და მოთამაშეს 91.7 მილიონი დოლარი ეკუთვნის. 2022/23 წლების სეზონში ჯონმა მოქმედი ხელშეკრულებით 47.4 მილიონი უნდა მიიღოს, თუმცა კალათბურთელი ამ „ოპციაზე“ უარს იძახის და მზადაა კლუბი გამოიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ვოლმა „როკეტსის“ რიგებში მხოლოდ 1 სეზონი ჩაატარა. რეგულარული გათამაშების 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა -20.6 ქულა, 6.9 პასი, 3.2 მოხსნა, 1.1 ჩაჭრა და 0.8 დაფარება.