ჰიონესი: ბარსელონა აღარაა მისაბაძი კლუბი

ჰიონესი: ბარსელონა აღარაა მისაბაძი კლუბი

ული ჰიონესმა ბარსელონა-ბაიერნის მატჩის წინ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტმა ბარსა არ დაინდო: რაც ამ კლუბში ხდება, გერმანიაში სხვანაირად მოუვლიდნენო…

„ბარსელონა მთლიანად დანგრეულია! გერმანიაში რომ იყვნენ, ბანკროტის საქმეში სასამართლოს ვერ ასცდებოდნენ. ბარსელონა უკვე აღარაა მისაბაძი კლუბი.

…ერთხელ დავიდ ალაბამ მითხრა, რომ ბარსელონაში თამაშზე ოცნებობდა. მე ვკითხე: „ვისთან გსურს მოლაპარაკება? პრეზიდენტთან თუ გადახდისუნარიან ხელმძღვანელთან?

…ბაიერნი პანდემიის დროს სანიმუშო კლუბი იყო. თითქმის ვერავინ ვერ იგებდა, როგორ უნდა მიგვეღწია ასეთი შედეგისთვის იმ უმძიმეს პერიოდში. ტრიბუნებზე მაყურებლების გარეშე თამაშის გამო მილიონობით ევრო დავკარგეთ. გასავალი თანხა მართლაც დიდი იყო, მაგრამ სწორი მენეჯმენტითა და მანამდე გაკეთებული სატრანსფერო პოლიტიკით ყველაფერი მოვიგეთ“. (Radio Bayern 1)