ჰუბერტ ჰურკაჩი:”იმედია ფედერერი ამას მაპატიებს”

ჰუბერტ ჰურკაჩი:”იმედია ფედერერი ამას მაპატიებს”

მსოფლიო რეიტინგის მეათე ჩოგანი ჰუბერტ ჰურკაჩი მიმდინარე კვირაში მეცის 250-იან ტურნირზე ასპარეზობს. პოლონელმა ჩოგბურთელმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ნანობს, რადგან სწორედ ის იქცა იმ ჩოგბურთელად, რომელმაც უკანასკნელი ოფიციალური მატჩი მოუგო როჯერ ფედერერს. ეს კი 2021 წლის უიმბლდონის მეოთხედფინალში მოხდა, სადაც ჰუბერტმა როჯერს 6:3 7:6 6:0 სძლია.

null

მე “დამნაშავე” ვარ, რომ დავამარცხე ფედერერი უკანასკნელ ოფიციალურ მატჩში. იმედია როჯერი ამას მაპატიებს. ეს რათმაუნდა ნახევრად ხუმრობით, რეალურად კი მართლაც დაუჯერებლად მაგარი იყო ფედერერის წინააღმდეგ თამაში უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე. იმედია ჩოგბურთის გულშემატკივრები მხოლოდ იმ ფაქტის გამო არ დამიმახსოვრებენ, რომ როჯერს მოვუგე უკანასკნელი ოფიციალური მატჩი.

დაფიქსირებულ ანგარიშს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მახსოვს, რომ მეორე სეტში დიდი ბრძლა გვქონდა. მესმის, გულშემატკივრისთვის რთულია მესამე პარტიის ანგარიშის “მიღება”. დარწმუნებული ვარ, რომ როჯერ ფედერერი ფანებს მოგებული ტიტულებით დაამახსოვრდებათ, და არა იმიტომ რომ ბოლო მატჩის მესამე სეტი 0:6 წააგო” – ციტირებს პოლონელის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.