17 წლის რაულ როსასი UFC-ს ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა [VIDEO]

14:00 / 21 სექ 2022
17 წლის რაულ როსასი UFC-ს ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა [VIDEO]

გუშინ, დენა უაითის კონტენდერების მორიგი სერია გაიმართა. აღნიშნულ სერიებში, მებრძოლები UFC-ს კონტრაქტისთვის იბრძვიან – გამარჯვებული ორგანიზაციის წევრი ხდება.

მე-9 კვირის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება რაულ როსასმა მოიპოვა. გარდა იმისა, რომ მან შთამბეჭდავად იბრძოლა და გაიმარჯვა, რაული UFC-ს ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა. ამერიკის სახელით მოასპარეზე მექსიკელი მხოლოდ და მხოლოდ 17 წლისაა. პროფესიონალური კარიერა მან გასული წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს 6 მოგებით.

“მე ამ ბავშვით ძალიან მოვიხიბლე, ის ნამდვილად განსაკუთრებულია.” – თქვა დენა უაითმა ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციაზე. თავად რაული კი UFC-ს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის სტატუსს უმიზნებს.