17 წლის ტალანტი რეიტინგის ტოპ 100-ში შევიდა

17 წლის ტალანტი რეიტინგის ტოპ 100-ში შევიდა

WTA-მ ტრადიციულად განაახლა თავისი რეიტინგი, სადაც დიდი ცვლილებები ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც დაფიქსირდა.

null

გასულ კვირას, ლინდა ფრუხვირტოვამ ჩენაის ტურნირის ფინალში 4:6 6:3 6:4 სძლია მაგდა ლინეტს და კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო პროფესიონალურ დონეზე.

17 წლის ჩეხი ჩოგბურთელი რეიტინგის ტოპ 100-ში შევიდა და ამჟამად მსოფლიოს 74-ე ჩოგანია.

null

რეიტინგში 33 საფეხურიანი წინსვლა ქონდა კატერინა სინიაკოვას. სლოვენიის ქალაქ პორტორეჟში დასრულებული ტურნირის ფინალში ჩეხმა ჩოგბურთელმა 6:7 7:6 6:4 სძლია “უიმბლდონის” ჩემპიონ ელინა რიბაკინას და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

განახლებული რეიტინგით კატერინა რეიტინგის ტოპ 50-ში და ბრუნდა და 49-ე ჩოგანი იქნება.

null

სამწუხაროდ წამყვანი ქართველი ჩოგბურთელები აგრძელებენ უკუსვლას მსოფლიო რეიტინგში. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკო გორგოძემ წინა კვირასთან შედარებით 19 პოზიცია დაკარგა და მსოფლიოს 162-ე ჩოგანია. 8 საფეხურით დაიწია უკან მარიამ ბოლქვაძემაც, რომელიც 218 ქულით მსოფლიოს 291-ე ჩოგანია.

1 (1) იგა შვიონტეკი 10365
2 (2) ონს ჟაბერი 5090
3 (3) ანეტ კონტავეიტი 4300
4 (4) პაულა ბადოსა 3980
5 (5) ჯესიკა პეგულია 3501
6 (6) მარია საკარი 3480
7 (7) არინა საბალენკა 3470
8 (8) კოკო გოფი 3047
9 (9) სიმონა ჰალეპი 3025
10 (10) კაროლინა გარსია 2930

49 (82) კატერინა სინიაკოვა 1400

74 (130) ლინდა ფრუხვირტოვა 972

162 (143) ეკა გორგოძე 399

291 (283) მარიამ ბოლქვაძე 1502