18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თბილისსა და რუსთავში

19:58 / 22 სექ 2022
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თბილისსა და რუსთავში

ორ ოქტომბერს საქართველოში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირში ტრადიციულად რვა ქვეყნის ნაკრები იასპარზებს. მეოთხედფინალებში გუნდები ასე განაწილედნენ. საქართველოს ნაკრები რუსთავში, ხარები არენაზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შარშანდელი ფინალისტი პორტუგალია კი, თბილისში, პლატო არენაზე გერმანიას ეთამაშება.

რუსთავში გაიმართება კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ესპანეთი რუმინეთს, ხოლო ბელგია ნიდერლანდებს შეერკინება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში სწორედ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო სამი გათამაშება მოიგო. 2018 წელს ფინალში საფრანგეთს 8:3 მოვუგეთ, 2019 წელს ესპანეთი დავამარხეთ –  20:10. 2020 წელს პანდემიის გამო ტურნირი ჩაიშალა. შარშან კი, პორტუგალიას 27:0 ვძლიეთ.