3 წელი და 6 თვე… ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ციხეში თავად მივიდა

3 წელი და 6 თვე… ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ციხეში თავად მივიდა

იტალიის ნაკრების, იუვენტუსის, პალერმოს, ბენფიკას, ფიორენტინასა და სხვა გუნდების ყოფილი ფეხბურთელი ფაბრიციო მიკოლი დააპატიმრეს. 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა… მიკოლი თავად გამოცხადდა როვიგოს საპატიმროში სასჯელის მოსახდელად.

მიკოლის ბრალი რომ წაუყენეს, ძველი ამბავია, მაგრამ ახლა აპელაციაზე უარი უთხრეს და ციხე ვერ ასცდებოდა. მიზეზი? მაფიასთან კავშირი, მაფიოზური მეთოდებით თანხების გამოძალვა.

რამდენიმე ფაქტი ყოფილა. ერთ-ერთი: მიკოლი ღამის კლუბის მეპატრონეს ემუქრებოდა და 12 000 ევროს სძალავდა.

მიკოლის ადვოკატ ანტონიო სავოიას განცხადებით, ყოფილი ფეხბურთელი მორალურად გატეხილია. მანვე თქვა, რომ მიკოლის შეეძლო ლეჩეში მოეხადა სასჯელი (სადაც ცხოვრობდა), მაგრამ სახლიდან და ყველაფრისგან რაც შეიძლება ყოფნა არჩია.

მიკოლიმ რამდენიმე თვის წინ ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, მიკოლი შემტევი ნახევარმცველი გახლდათ. პალერმოში მასთან ერთად ლევან მჭედლიძე თამაშობდა.