მამარდაშვილთან წაგებული…

14:54 / 5 აგვ 2022
მამარდაშვილთან წაგებული…

ჯასპერ სილესენი, რომელმაც გიორგი მამარდაშვილთან კონკურენციას ვერ გაუძლო და ვალენსიადან ნიდერლანდურ ნაიმეგენში გადავიდა, 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ყველა დროის ათეულში მოხვდა.

2019 წელს ღამურებმა ის ბარსელონასგან 36 მილიონ ევროდ იყიდა.

სილესენს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე სურს გამგზავრება და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილებაც ამად მიიღო. მან კარგად იცის, რომ რეგულარულად სჭირდება თამაში. ყველა დროის 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ათეული კი ასე გამოიყურება:

VCF | Cillessen: una operación poco rentable - Plaza Deportiva
1. კრიშტიანუ რონალდო რეალიდან იუვენტუსში: 120 მილიონი
2. მირალემ პიანიჩი იუვენტუსიდან ბარსელონაში: 66 მილიონი
3. რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნიდან ბარსელონაში: 49 მილიონი
4. პაულინიო ბარსელონადან გუანგჟუში: 43 მილიონი
5. ლეონარდო ბონუჩი იუვენტუსიდან მილანში: 42 მილიონი
6. კალიდუ კულიბალი ნაპოლიდან ჩელსიში: 40 მილიონი
7. რაჯა ნაინგოლანი რომადან ინტერში: 39 მილიონი
8. გაბრიელ ბატისტუტა ფიორენტინადან რომაში: 36 მილიონი
9. ჯასპერ სილესენი ბარსელონადან ვალენსიაში: 36 მილიონი
10.ლეონარდო ბონუჩი მილანიდან იუვენტუსში: 35 მილიონი