4 წლიანი პაუზის შემდეგ მილანი იტალიის ჩემპიონია

4 წლიანი პაუზის შემდეგ მილანი იტალიის ჩემპიონია

დასრულდა საკალათბურთო ჩემპიონატი იტალიის სერია A-ში. პლეიოფის ფინალში, მე-6 მატჩში მილანმა საკუთარ მოედანზე 81-64 გაანადგურა ვირტუსი, სერია 4-2 მოიგო და 4 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა.

null

მეექვსე მატჩის სტარტი მილანელებს იდეალური გამოუვიდათ – სერხიო როდრიგესის იდეალური პასების ფონზე შევონ შილდსმა არაერთი ბურთი ჩააგდო მეტოქის კალათში და მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 29:16 მოიგეს.

მეორე პერიოდში ვირტუსი გამოფხიზლდა – მარკო ბელინელის სამქულიანმა სტუმართა ანგარიშში გაქცევას დაუდო სათავე და მილანელთა ჰანდიკაპი 5 ქულამდე ჩამოდნა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში “სცენაზე” ისევ სერხიო როდრიგესი გამოვიდა, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში 10 ქულიანი უპირატესობა მოუტანა მილანელებს და ამის შემდეგ ემპერიო არმანის გუნდს მატჩის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვია – 81:64.

სამწუხაროდ საკმაოდ ცუდად ითამაშა ვირტუსის ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც 8 ქულასთან ერთად 6 დაკარგვაც ქონდა.

მილანი არსებობის ისტორიაში 29-ედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

null

მილანი – ვურტუსი 81:64 (29:16, 14:20, 18:10, 20:18)

მილანი: დატომე (23), შილდსი (15), როდრიგესი (12+8 პასი), ჰაინსი (8), ბენტილი (6); მელი (8), გრანტი (7), ჰოლი (2), ბალდასო, ალვიტი, რიჩი, ბილია.

ვირტუსი: ჟაიტე (9+7 მოხსნა), შენგელია (8+6 დაკარგვა), ჰეკეტი (6), ბელინელი (3), უიმსი (2); ალიბეგოვიჩი (11), მენიონი (10), სემპსონი (6), ტეოდოსიჩი (5), პაიოლა (2), კორდინიე (2), ტესიტორი;