სანდრო მამუკელაშვილის პირველი სტარტი “სან – ანტონიოში”

სანდრო მამუკელაშვილის პირველი სტარტი “სან – ანტონიოში”

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ტეხასური საკალათბურთო დაპირისპირება “სან-ანტონიოს” და “დალასს” შორის.

ორივე გუნდი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო “მავერიქსს” არ ყავდა დონჩიჩი-ირვინგის დუეტი, ხოლო მასპინძლებმა გადატვირთული გრაფიკის გამო  სოჰანი და კოლინზი დაასვენეს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს მორიგი შანსი მისცა და სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33:15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მოაგროვა.

“მამუმ” თამაშიდან 13-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს, საიდანაც 4 ბურთი ზუსტად მოათავსა (6-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი).

null

მატჩის უმეტესი დრო თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, არაერთხელ შეიცვალა ლიდერი.

მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სანდროს ზუსტი შორეული ტყორცნით “სან-ანტონიო” 9 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა 112-103.

“დალასი” დროულად გამოფხიზლდა და მალევე წონასწორობაც აღადგინა 114-114.

საფინალო სირენამდე 100 წამით ადრე სტუმრებმა მამუკელაშვილი კიდევ ერთხელ დატოვეს პერიმეტრზე მარტო და ქართველმაც მორიგი 3 ქულიანი ჩაუგდო მეტოქეს 117:114.

null

დარჩენილ მცირე დროში მოვლენები დრამატულად განვითარდა – ძირითადი დროის დასრულებამდე 3,4 წამით ადრე “მავერიქსი” 121:119 იგებდა, როდესაც კელდონ ჯონსონს მცირედი დააკლდა “ენდ ვანის” შესასრულებლად.

“სპურსის” ლიდერი საჯარიმოს ხაზთან დადგა, თუმცა ორივე ერთქულიანი აუცდა.

სტუმრებმა მასპინძლებს შანსი აჩუქეს, მას შემდეგ რაც ბურთი წესივრად ვერ შემოიტანეს თამაშში – 01.8 წამით ადრე “სან-ანტონიომ” ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, ალე-უპ პასი გაშანსეს ჯონსონის მიმართულებით, რომელიც ბურთიანად ჩაფრინდა კალათში 121:121.

null

ოვერტაიმში მასპინძლებს ძალები აღარ ეყოთ მატჩის მოსაგებად – “დალასის” მძიმე ფორვარდმა კრისტიან ვუდმა დამატებით 5 წუთეულში ორჯერ თვითონ ჩააგდო, ორჯერ კი შედეგიანი პასი მიაწოდა თანაგუნდელებს.

საბოლოოდ 137:128 – “დალასის” მძიმე გამარჯვება.

სან-ანტონიო – დალასი 128:137 ოტ (29:28, 33:32, 32:28, 27:33, 7:16)

16 მარტი, 03.30, «AT&T Center»

სან-ანტონიო: კ.ჯონსონი (27 + 8 მოხსნა), ლენგფორდი (17), ჯონსი (13), გრეჰემი (13), მამუკელაშვილი (10 + 7 მოხსნა) – სასტარტო; ბრენემი (20), უესლი (11), მაკდერმოტი (9), ბარლოუ (6), ჯიენგი (2).

დალასი: ჰარდი (22), პაუელი (22 + 8 მოხსნა), გრინი (21 + 7 პასი),ბულოკი (20 + 13 მოხსნა), კლებერი (3) – სასტარტო; ვუდი (28 + 13 მოხსნა), რაიტი (11), ბერტანსი (6), მაკგი (4), ჰოლიდეი(0).