6 წლიანი პაუზის შემდეგ ოლიმპიაკოსი საბერძნეთის ჩემპიონია

6 წლიანი პაუზის შემდეგ ოლიმპიაკოსი საბერძნეთის ჩემპიონია

17 ივნისს, ოლიმპიაკოსმა პანათინაიკოსი 93:74 გაანადგურა, პლეიოფის ფინალური სერია 3-0 მოუგო და 2016 წლის შემდეგ პირველად გახდა საბერძნეთის ჩემპიონი.

პირეოსულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში მეცამეტედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი.

null

ოლიმპიაკოსი – პანათინაიკოსი 93:74 (28:26, 27:14, 8:13, 30:21)

ოლიმპიაკოსი: ვეზენკოვი (25), პაპანიკოლაუ (10), უოლკაპი (8), დორსი (6), ფოლი (6+8 მოხსნა); სლუკასი (14), მაკისიკი (10), ლარენძაკისი (8), ჟან-შარლი (4), მარტინი (2), ლუნცისი, პრინტეზისი.

პანათინაიკოსი: ნედოვიჩი (23), პაპაიანისი (15+10 მოხსნა), პაპაპეტრუ (6), სენტ-როსი (3), ვაითი (2); ბოჩორიდისი (10), სივა (9+7 მოხსნა), ევანსი (3), კასელაკისი 93), მეიკონი;

მოგებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ საკალათბურთო კარიერა დაასრულა ოლიმპიაკოსის 37 წლის კაპიტანმა – გეორგიოს პრინტეზისმა.

მთელი გულით გიხდით მადლობას ყველაფრისთვის. იმ 20 წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. მადლობა, რომ რთულ პერიოდებში ჩვენთან ერთად იყავით. ოლიმპიაკოსის ფანებო, მომდევნო სეზონიდან მეც თქვენს რიგებში გადმოვინაცვლებ და ისე მივადევნებ თვალს ჩვენი გუნდის წარმატებას. დიდი მადლობა” – განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ პრინტეზისმა.

შეგახსენებთ, რომ გეორგიოს პრინტეზისი “ოლიმპიაკოსს” 2002 წელს შეუერთდა და კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ პირეოსულ გუნდში გაატარა (1 სეზონი ლარისაში იყო, 2 უნიკახაში). ოლიმპიაკოსის ლეგენდარულმა მძიმე ფორვარდმა კარიერაში ორჯერ მოიგო ევროლიგა (2012, 2013), ოთხჯერ საბერძნეთის ჩემპიონატი (2012, 2015, 2016, 2022), ხოლო 2009 წელს ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.