9 ივნისს, საუკეთესო …

09:38 / 7 ივნ 2021
9 ივნისს, საუკეთესო …

საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 9 ივნისს, რესტორან ბეარ თაიმში გამოცხადდება. სარბიელის ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც ზედიზედ მესამედ ლიდერბეთის ხელშეწყობით ჩატარდა, რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებამდე ჩატარდა. ხმები, ცხადია, უკვე დათვლილია. გამოკითხვაში 81 სპორტულმა ჟურნალისტი მონაწილეობდა და მისი შედეგები (ვინ ვის მისცა ხმა) საჯარო 9 ივნისს, სარბიელის ვებ გვერზე (sarbieli.com) გახდება.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლების პრინციპი მარტივია. მონაწილე მის რჩეულებს რიგითობით ასახელებს (1,2,3). ქულებიც შესაბამისად, სამიდან ერთამდე ნაწილდება და ჯამდება. წლეულს, პირველად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი.

ექსკლუზიური პრიზების ავტორი, მოქანდაკე თემურ ლომიძე გახლავთ. გამარჯვებულებს მარმარილოს სადგამზე ბრინჯაოში შესრულებილი გამარჯვების ქალღმერთ ნიკესა და ფილმიდან ფეოლადან ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა გადაეცემათ.