AS: ვალენსიამ მამარდაშვილთან მოლაპარაკება დაიწყო

AS: ვალენსიამ მამარდაშვილთან მოლაპარაკება დაიწყო

ესპანურმა AS-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა გიორგი მამარდაშვილს. ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა წერს, რომ ვალენსია და გიორგი მამარდაშვილი ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და სავარაუდოდ, ზაფხულში ხელს მოაწერენ.

„ამ სეზონში ვალენსიელთა მცირედი სასიხარულო ამბებიდან ერთ-ერთი იყო მამარდაშვილის გამოჩენა“.

ხუთი თვის წინ ვალენსიამ თბილისის დინამოდან კონტრაქტი გამოისყიიდა და გიორგის 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, მაგრამ გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მცირე ჩაწერეს: 20 მილიონი ევრო. იმ დროს ქართველი მეკარის პოზიცია ჯერ კიდევ ვერ იყო ასეთი მყარი, ახლა კი უდავოდ N 1 გოლკიპერია და დიდი შანსია, 20 მილიონი გადაიხადონ (ანუ, წაართვან).

ამიტომ ელიან, რომ ვალენსია ახალ კონტრაქტს შესთავაზებს მამარდაშვილს, გაუმჯობესებული პირობებით.