ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

ATP FINALS-ის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია

იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდა ATP FINALS-ის ჯგუფური ეტაპი და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა.

წითელი ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ანდრეი რუბლიოვმა 3:6 6:3 6:2 სძლია სტეფანოს ციციპასს და პლეიოფის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ბერძენს უკეთესი გამოუვიდა – სტეფანოსმა მეოტხე გეიმში შეასრულა ბრეიკი და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა სეტი ლოგიკურ გამარჯვებამდე – 6:3.

მეორე პარტიის საწყისი 6 გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი საკმაოდ მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა პარტიის მეორე ნახევარში რუბლიოვმა შეცდომების დაშვებას უკლო, ვინერსების რაოდენობას უმატა და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 3:6 6:3.

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში ანდრეიმ აღებული ტემპი აღარ დააგდო, კიდევ ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და კარიერაში პირველად მოახერხა წლის შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გასვლა 3:6 6:3 6:2.

რუბლიოვი ზედიზედ 3 წელია ახერხებს წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშს – რუსი ჩოგბურთელი 2020 წელს ჯგუფში ჩარჩა, შარშან კი მესამე ტურში დაკარგა პლეიოფში გასვლის შანსი.

null

წითელი ჯგუფის მეორე მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა უმძიმეს, 3 საათიან ბრძოლაში 6:3 6:7 7:6 სძლია დანილ მედვედევს და პულში პირველი ადგილი დაიკავა.

NITTO ATP FINALS-ზე დღეს ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი – ტეილორ ფრიცი

კასპერ რუუდი – ანდრეი რუბლიოვი