CITI OPEN-ზე სენსაციები გრძელდება

CITI OPEN-ზე სენსაციები გრძელდება

ვაშინგტონის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე გრძელდება სენსაციური შედეგები. შარშანდელმა ჩემპიონმა – იანიკ სინერმა CITI OPEN-ზე ასპარეზობაზე მოულოდნელად უარი განაცხადა და რეიტინგში 500 ქულა დაკარგა. შარშანდელი ფინალისტი მაკენზი მაკდონალდი ტურნირს პირველი წრიდან გამოეთიშა, წლევანდელი CITI OPEN-ის მეორე ჩოგანმა ჰუბერტ ჰურკაჩმა გუშინ მოულოდნელად წააგო თავისი მატჩი, დღეს კი ასპარეზობას უკვე მესამე ჩოგანი – ტეილორ ფრიციც გამოეთიშა.

null

ამერიკელმა ჩოგბურთელმა 6:3 6:7 1:4 წააგო დანიელ ევანსთან და ტურნირის ნადრევად დატოვება მოუწია, რითაც იმედები გაუცრუა კორტზე მისულ ადგილობრივ მაყურებელს.

შეხვედრის სტარტი ტეილორს იდეალური გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 5:1. ბრიტანელმა გაიბრძოლა – ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა სეტი მაინც წააგო 4:6.

მეორე პარტიის სტარტზე ამერიკელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მერვე გეიმში ევანსმა მაინც “მონახა გზა” თამაშში ინტრიგა დაებრუნებინა. დენიმ საპასუხო ბრეიკი შეასრულა და წვალებით სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ფავორიტად მაინც ტეილორი მიიჩნეოდა.

ამერიკის პირველმა ჩოგანმა “საჩოგბურთო ლატარეაში” მალევე შეასრულა მინიბრეიკი და მატჩპოინტამდეც მივიდა, თუმცა ბრიტანელმა აქაც მოახერხა “თავის გადარჩენა” – ჯერ მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ კი სეტპოინტის რეალიზება შეძლო.

მესამე, გადამწყვეტ სეტში ფრიცის ფიზიკური მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. ამერიკელ ჩოგბურთელს სუნთქვა უჭირდა და კორტზე ძლივს გადაადგილდებოდა. ამ სიტუაციით მშვენივრად ისარგებლა ევანსმა, რომელმაც 4:1 წაიყვანა ანგარიში. ტეილორმა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უარი განაცხადა მატჩის გაგრელებაზე და მეტოქეს შემდეგი ეტაპის საგზური დაუთმო.

CITI OPEN-ის 1/4 ფინალში ევანსი იაპონელ ნიშიოკას დაუპირისპირდება.

null