FIFA მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების თარიღს ცვლის

17:49 / 10 აგვ 2022
FIFA მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების თარიღს ცვლის

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როგორც უკვე დიდი ხანია ცნობილია კატარში ჩატარდება. მუნდიალის გახსნითი მატჩის თარიღი აქამდე 21 ნოემბერი იყო. ჩემპიონატის პირველი მატჩი კი სენეგალსა და ნიდერლანდების ნაკრებ გუნდებს შორის უნდა გამართულიყო.

AFP მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუნდიალი სტარტს 21 ნოემბრის მაგივრად ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს დაიწყება და გახსნითი მატჩი კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, FIFA დათანხმდა მუნდიალიას ერთი დღის ადრე დაწყებას.

ამრიგად ისტორიაში 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს ლუსაილში, Lusail Iconic Stadium-ზე გაიმართება.