Forbes-მა წლის ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბი დაასახელა

14:34 / 10 სექ 2022
Forbes-მა წლის ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბი დაასახელა

პოპულარულმა ფინანსურმა გამოცემამ Forbes-ი სპორტული კლუბების ფინანსურ საქმიანობას გაეცნო და წლის ყველაზე მდიდარი კლუბები დაასახელა. საფეხბურთო სივრციდან ყველაზე წინ მადრიდის რეალია, რომელიც სპორტულ კლუბებში მე-13 ადგილზეა და რომლის საერთო ქონება 5.02 მილიარდ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, მეორე ადგილზე კატალონიის ბარსელონა 4.92 მილიარდი დოლარითაა, მესამეზე მანჩესტერ იუნაიტედი, რომელსაც 4.53 მილიარდი აქვს, მეოთხე პოზიციას 4.38 მილიარდით ლივერპული იკავებს, ხუთეულს კი მიუნხენის ბაიერნი 3.15 მილიარდი ევროთი ასრულებს.

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 12 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.