GAMA Fight Club – 6 აგვისტოს მუშტი-კრივის მორიგი ტურნირი გაიმართება

21:09 / 3 აგვ 2022
GAMA Fight Club – 6 აგვისტოს მუშტი-კრივის მორიგი ტურნირი გაიმართება

ორგანიზაცია GAMA FC აქტიურად განაგრძობს ძველი საბრძოლო ხელოვნების, მუშტი-კრივის გაცოცხლებას. 6 აგვისტოს, GAMA რიგით მე-5 მუშტი-კრივის სარეიტინგო ივენთს გამართავს – მორიგი ღონისძიება კი უკვე გრან-პრი იქნება, რომლის საპრიზო ფონდიც 5000 ლარს შეადგენს.

GAMA-ს ამჯერად ღამის კლუბი Elektrowerk-ი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ივენთის ქარდი დაკომპლექტებულია საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენებითა და ბრძოლის გულშემატკივრებისთვის ნაცნობი სახელებით. ღონისძიების კო-მეინ ივენთი ბაქარ გელენიძესა და ლევან იანქოშვილს შორის იქნება, ხოლო მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მძიმეწონოსანი მებრძოლები, ჟორჟიკა ჟორჟოლიანი და სოსო ქოჩიაშვილი დაუპირისპირდებიან. დანარჩენი 6 წყვილი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

დავით დოიჯაშვილი vs ნიკა შანავა
გიორგი ნანავა vs დავით ბადურაშვილი
ლუკა კახიშვილი vs მოკა ალოიან
ბერიკა მელაშვილი vs ემილ ასკეროვ
გიორგი პოლადიშვილი vs კოტე ჭკადუა
გივი ნადირაძე vs თორნიკე სურმავა.

მოახლოვებულ ივენთზე ჩვენთან GAMA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიგა კუხალაშვილმა ისაუბა:

“ჩვენი ორგანიზაცია ივენთიდან ივენთამდე იზრდება, როგორც ფროდაქშენის კუთხით ასევე ბრძოლების დონის მხრივაც. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უფრო და უფრო იმატებს მაყურებლების რაოდენობა და ჩვენი მებრძოლების პოპულარობაც ზრდადია. რაც შეეხება მომავალ ღონისძიებას, ჩემი აზრით, ასეთი საინტერესო საბრძოლო ქარდი აქამდე არსად ყოფილა.”

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც TKT.GE-ზე, ასევე ადგილზეც.