GWF – 6 ნოემბერს თბილისი MMA-ს საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

00:08 / 5 ნოე 2022
GWF – 6 ნოემბერს თბილისი MMA-ს საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

საქართველოში შერეულო საბრძოლო ხელოვნება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, შესაბამისად მოხშირდა ქართული საბრძოლო ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო ივენთების გამართვა.

6 ნოემბერს, GFW ეგიდით, ოლიმპიურ სასახლეში მორიგი მაშტაბური საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელზეც 11 სარეიტინგო და 1 სატიტულო ბრძოლა გაიმართება. 93 კგ-ის ქამრისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ელჩინ ჰუსეინოვი დაუპირისპირდებიან.

ტიტულისთვის მებრძოლი ქართველი ფალავანი ბრძოლამდე გაგვესაუბრა:

“მომზადებამ იდეალურად ჩაიარა, სრული მზადყოფნითა და იდეალური განწყობით ვარ. ველოდები როდის დაიკეტება ოქტაგონი და ვიბრძოლებ. ამ დაპირისპირებას ჩემთვის დიდი მნიშნველობა აქვს, ვინაიდან ჩემი მეტოქე რუსული საბრძოლო სკოლის წარმომადგენელია, რომელმაც არაერთი დიდი ორგანიზაციის ჩემპიონი გაზრდა. ისევე როგორც მებრძოლების უმეტესობა, მეც ვაპირებ რომ მეტოქე პირველ რაუნდში დავანოკაუტო.”

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ასევე ამ ბმულზე.