Hard Rock Cafe 50 წლის იუბილეს ბრენდის ახალი ელჩით შეხვდა

01:28 / 11 ივნ 2021
Hard Rock Cafe 50 წლის იუბილეს ბრენდის ახალი ელჩით შეხვდა
მესი

Hard Rock Café საიუბილეო 50 წლის იუბილეს ახალი ბრენდის ელჩით ხვდება, კომპანიასა და ლიონელ მესის შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო 5 წლის მანძილზე ბრენდის მთავარი სახე სწორედ არგენტინელი ფეხბურთელი იქნება.

თანამშრომლობის ფარგლებში ჰარდ როკ კაფემ მერჩენდაიზის ახალი ხაზიც წარადგინა, რომელიც ინსპირირებული არგენტინელი ფეხბურთელითაა და საკოლექციო ხაზი მის დეტალებშია გაწყობილი.

50 წლის აღმნიშვნელი სპეციალური ბრენდინგის გამაერთიანებელ ელემენტებად კი ფეხბურთელის პირადი ლოგო, სათამაშო ნომერი (10) და ლომია.

„ განსაკუთრებული თარიღია და ასეთივე გრანდიოზული ახალი სახე გვჭირდებოდა, ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და გამორჩეული სპორტსმენია, ის არის სიმბოლო წინსვლის, პროგრესის და განვითარების. მოხარულები ვართ მსაგვსი კოლაბორაციით, ჩვენ ერთად წინ უამრავი გამოწვევის დაძლევა და წარმატება გველოდება „ – ამბობს Hard Rock Café-ს მარკეტინგის დირექტორი.

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში, ფეხბურთელის ხელმოწერით დამშვენებული გიტარა ერთ-ერთ ფილიალში გამოიფინება.