NBA-ს სტატისტიკური ლიდერები

NBA-ს სტატისტიკური ლიდერები

უაღრესად საინტერესოდ დაიწყო NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული სეზონი. ლიგაში მყოფი გუნდების უმეტესობას დაახლოებით 15 მატჩი აქვს ჩატარებული და არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

null

მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი 6 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტე ადგილზეა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული ლეიკერსი (ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რასელ ვესტბრუკი). კალიფორნიულ გუნდს 13 გამართული შეხვედრის შემდეგ 10 წაგება აქვს. მოგება/წაგების უარყოფით ბალანსზე იმყოფება მინესოტაც…

არცთუისე კარგი სტარტი გამოუვიდა ჩემპიონობის ერთერთ უმთავრეს კანდიდატად შერაცხულ ბრუკლინს. ნეთსმა 16 მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო და 9 წააგო. მძიმე მდგომარეობაშია ჩიკაგო ბულზიც (6-9).

null

ჯერჯერობით სეზონის მთავარი სენსაცია იუტაა. ჯაზმენები ლიგის ერთერთ მთავარ აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ, თუმცა სოლტ ლეიკ სიტის წარმომადგენლემა 16-დან 10 მატჩი მოიგეს.

გადავხედოთ მიმდინარე სეზონის ლიდერებს სხვადასხვა საკალათბურთო სტატისტიკურ მაჩვენებლებში.

null

ქულები

1. ლუკა დონჩიჩი (დალასი) – 34.4

2. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) – 32.8

3. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) – 32.3

4. შაი გილიჯეს ალექსანდერი (ოკლაჰომა) – 32.3

5. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) – 31.1

null

მოხსნები

1. რუდი გობერი (მინესოტა) – 12,5

2. იანის ანტეტენკუმპო (მილუოკი) – 11.8

3. კლინტ კაპელა (ატლანტა) – 11.6

4. ჯარეტ ალენი (კლივლენდი) – 11.5

5. ნიკოლა ვუჩევიჩი (ჩიკაგო) – 11.4

null

შედეგიანი პასები

1. ტაირიზ ჰალიბარტონი (ინდიანა) – 10.4

2. კრის პოლი (ფინიქსი) – 9.4

3. ტრე იანგი (ატლანტა) – 9.3

4. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 8.9

5. მაიკ კონლი (იუტა) – 8.1

null

დაფარება

1. ბრუკ ლოპესი (ბრუკლინი) – 2.5

2. ივიცა ზუბაცი (კლიპერსი) – 2.1

3. ბოლ ბოლი (ორლანდო) – 2

4. ნიკ კლაქსტონი (ბრუკლინი) – 1.9

5. კევინ დურანტი (ბრუკლინი) – 1.9