The Guardian: საქართველო იტალიაზე უკეთესია

22:00 / 23 ნოე 2021
The Guardian: საქართველო იტალიაზე უკეთესია

The Guardian- მა ნოემბრის ტესტები შეაფასა და ნომინანტები დაასახელა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა ამ ტესტებზე სამხრეთელებზე უკეთ ითამაშეს. აღსანიშნავია, ახალი ზელანდიის ნაკრების ორი მარცხი ირლანდიისა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდებთან, ასევე ინგლისის გამარჯვება მსოფლიოს თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკასთან.

The Guardian – ს უყურადღებოდ არც საქართველოს ნაკრები დაუტოვებია. ბორჯღალოსნებმა ფრეს მიაღწიეს ფიჯისთან და ურიგოდ არ უთამაშიათ ოლ ბლექისის მძლეველ საფრანგეთთან. ერთი სიტყვით, გამოცემის მიერ შედგენილ ევროპული ქვეყნების გრადაციაში იტალია საერთოდ ვერ მხოვდა. საქართველო კი, მეექვსეა.

Возможно, это изображение (3 человека, люди играют в футбол и на открытом воздухе)

ნომინანტები

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ძალთა იერარქია: 1. საფრანგეთი, 2. ირლანდია, 3. ინგლისი, 4. შოტლანდია, 5. უელსი, 6. საქართველო.

საუკეთესო მატჩი: საფრანგეთი 40:25 ახალი ზელანდია

საუკეთესო მორაგბე: ანტუან დიუპონი (საფრანგეთი)

საუკეთესო ინდივიდუალური თამაში: ქელან დორისი (ირლანდია) ახალ ზელანდიასთან

თვის დომინანტი ერი: ინგლისის ქალთა ნაკრები

საუკეთესო ლელო: ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი) უელსთან მატჩში

საუკეთესო ახალწვეული: მარკუს სმითი (ინგლისი)

საუკეთესო მწვრთნელი: ენდი ფარელი (ირლანდია)

საუკეთესო მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)

სიმბოლური ნაკრები: სტიუარდი (ინგლისი), ჯორდანი (ახალი ზელანდია), სლეიდი (ინგლისი), დე ალენდე (ს. აფრიკა), მაპიმპი (ს. აფრიკა), ნტამაკი (საფრანგეთი), დიუპონი (საფრანგეთი), კიტშოფი (ს. აფრიკა), მაუვაკა (საფრანგეთი), ფურლონგი (ირლანდია), ეცებეთი (ს. აფრიკა), ვოკი (საფრანგეთი), დორისი (ირლანდია), ბაშემი (უელსი), სავეა (ახ. ზელანდია).