UFC-ს ყოფილი მებრძოლი, ენტონი ჯონსონი, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა

01:28 / 14 ნოე 2022
UFC-ს ყოფილი მებრძოლი, ენტონი ჯონსონი, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა

MMA-ს სამყარო UFC-ს ყოფილი მებრძოლს, ენტონი ჯონსონს გლოვობს. ჯონსონი დღეს, 38 წლის ასაკში, გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა სხვადასხვა გამოცემების თანახმად, მებრძოლი ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ენტონი “რამბლ” ჯონსონი UFC-ში 2007 წლიდან ასპარეზობდა. 2012-14 წლებში მან UFC დატოვა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და 8 ბრძოლა გამართა, საიდანაც 6-ში იმარჯვა და ორჯერ დამარცხდა, ორივეჯერ კორმიესთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელში მან მხოლოდ ეს 2 მარცხი განიცადა. ჯონსონმა ბოლო ბრძოლა ბელატორის ეგიდით, გასული წლის მაისში გამართა და ნოკაუტით გაიმარჯვა.