UFC 281 – დროის ათვლა დაიწყო [VIDEO]

23:41 / 8 ნოე 2022
UFC 281 – დროის ათვლა დაიწყო [VIDEO]

წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ივენთი, UFC 281 გვიახლოვდება. მედისონ სქუეარ გარდენი საოცრად სანახაობრივ ქარდს მასპინძლობს – ორ სატიტულო ბრძოლასთან ერთად, მეინ ქარდზე გულშემატკივრები მსუბუქი წონის ტოპ კონტენდერების, დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერის დაპირისპირებას იხილავენ.

კო-მეინ ივენთზე, ქალების უმსუბუქესი დივიზიონის ქამარს, კარლა ესპარზა ვეილი ჟენგის წინააღმდეგ დაიცავს. რაც შეეხება საღამოს მთავარ ბრძოლას – ისრაელ ადესანია და ალექს პერეირა ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან, თუმცა წინა ორისგან განსხვავებით, რომელიც კიკბოქსინგის რინგზე შედგა, ახლა ისინი ოქტაგონს გაიყოფენ. პერეირამ ადესანია ორივე ბრძოლაში დაამარცხა – ისრაელს საბრძოლო კარიერის მანძილზე 100-ზე მეტი ბრძოლა აქვს გამართული, მისი დანოკაუტება კი მხოლოდ ზემოთხსენებულმა პერეირამ მოახერხა. მათი წინარე ისტორია დაპირისპირებას განსაკუთრებულ დაძაბულობასა და ელფერს სძენს.

UFC-მ ტრადიციისამებრს, მებრძოლების მომზადების შესახებ დოკუმენტური ვიდეო გამოაქვეყნა: